Green Te​a -The Liquid Wisdom 

მწვანე თხევადი ჩაი 

         ჩვენს მიერ შემუშავებული იქნა ჩაის სრულიად ახალი სახე  - „მწვენე თხევადი ჩაი“, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. ჩაი მიიღება ჩაის დუყისაგან სპეციალური ტექნოლოგიით, უშუალოდ დუყის გამოწურვით. არ გადის ისეთ ტექნოლოგიურ პროცესებს, რომლის დროსაც მასში მყოფი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების და ვიტამინების შემადგენლობა შეიცვალოს. მწვანე ჩაის ბიოლოგიური აქტივობა განპირობებულია მის შემადგენლობაში ტანინების, კატექინების, ალკალოიდების, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ვიტამინიების, მიკრო- და მაკრო ელემენტების არსებობით. აქტიური ნივთიერებებიდან ცალკე აღნიშვნის ღირსია ეპიგალოკატექინის გალაქტი, რომელიც ერთ-ერთი იმ ნივთიერებათაგანია, რაც ჯანრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიჩნეულია ავთვისებიანი სიმსივნეების, კარდიავასკულური დაავადებების პრევენციისათვის და დაბერების საწინააღმდეგო თვისებების მქონე საშუალებად. ჩვენი გამოკველევით ეპიგალოკატექინის გალაქტი, მსოფლიოში არსებული 100 საუკეთესო ჩაის ნიმუშის შესწავლით ყველაზე მეტი კონცეტრაციით აღმოჩნდა „მწვენე თხევად ჩაიში“ (რათქმაუნდა კვლევის დროს დაცული იყო ყველა ნიმუშის თანაბარი მასური წილი და განზავების ერთგვაროვნება). მწვენე ჩაი შეიცავს ვიტამინების ფართო კომპლექსს: B, C, P, PP, K და კაროტინოიდებს. აფართოებს თავის ტვინის სიხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, სუნთქვას და შარდის გამოყოფას. მწვენე ჩაი იცავს პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებს ამ ასაკის ყველაზე საშიში დაავადებისაგან - ოსტეოპოროზისაგან. მწვანე ჩაის კატექინებს აქვთ მაღალი ანტიოქსიდანტური აქტივობა, აქვეითებს სისხლში ქოლესტეროლის დონეს, არეგულირებენ არტერიულ წნევას და სისხლის შედედების სიტემას - ააქვთ თრომბოზის საპრევენციო მოქმედება. დადგენილია, რომ მწვენე ჩაი ამცირებს, შარდ-სასქესო სიტემის ორგანოების, ფილტვების, პროსტატის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების ონკოლოგიურ დაავადებათა რისკებს. მწვანე ჩაის მიღება ძლიერ სასარგებლოა რადიაციის დატვირთვის მქონე რეგიონებისათვის, როგორც რადიოპროტექტორული საშუალება ეპიგალოკატექინის მაღალის შემცველობის გამო. ერთი სუფრის კოვზი „მწვენე თხევადი ჩაი“ საკმარისია ერთი ჭიქა ცხელი ან ცივი ჩაის მისაღებად. სითხის ეს რაოდენობა შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებლად საჭირო ვიტამინი P-ს დღე-ღამურ დოზას, სეროტონის, მელატონინს, ტრიფტოფანს და ეპიგალოკატექინის გალატს.