იაპონიის ოსაკას უნივერსიტეტის მიერ დაჯილდოვებულია პროფესორის სამეცნიერო პედაგოგიური      წოდებით და მუდმივი სამუშაო სერტიფიკატით სპეციალობით უჯრედული თერაპია   ავსტრალიის ონკოლოგთა ასოციაციის მიერ დაჯიდოლვებულია ოქროს მედლით ნაშრომისათვის -        ნეიროჰორმონების როლი სიმსივნური დაავადებების განვითარებაში. არის 108 სამეცნიერო ნაშრომის, 7                                  მონოგრაფიის და 1 სახელმძღვანელოს ავტორი. შეყვანილია ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის მუდმივმოქმედ კომისიის დირექტირთა საბჭოს წევრად. არის ამერიკის კიბოს კვლევის შემსწავლელი საზოგადმოების მუდმივ მოქმედი კომისიის მთავარი ექსპერტი და მსოფლიოს ბიოლოგიური რითმების და ეკოლოგიური უსაფრთხოების დირექტორთა საბჭოს წევრი.

შედის მსოფლიოს იმ 12 ექიმთა შემადგენლობაში, რომლებიც სწავლობენ და ითვალისწინებენ პაციენტების მკურნალობაში უნივერსალური ბიოლოგიური ნივთიერების - მელატონინის ბიოსინთეზის და სისხლში მისი პათოლოგიური ცვლილებების კორექციის შესაძლებლობებს, რაც თანამედროვე მედიცინის ერთ ერთი სერიოზული გამოწვევაა 1969 წლიდან, რომელიც დღემდე გადაუწყვეტელია. ჰორმონ მელატონინის კვლევის საკითხებში ალექსანდღე თავართქილაძეს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო სორბონის, დეკარტეს, ოქსფორდის, ტორონტოს და ჰიროსიმას უნივერსიტეტებიდან, მათ შორის გამორჩეულია სამეცნიერო შრომებისთვის გაცემული ღირსების ოქროს მედალი ამერიკის შეერთებული შტატების ბიორითმოლოგთა ასოციაციის მიერ. ა. თავართქილაძე მოღვაწეობს თბილისი სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის სამეცნიერო ხელმძღვანელის თანამდებობაძე და ამავე უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკის - პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორად. კლინიკას გააჩნია მძლავრი ლაბორატორიული ბაზა მეცნიერული კვლევების ჩასატარებლად.

ასევე მოღვაწეობს საფრანგეთში ქალაქ პარიზის გუსტავ რუსსოს ჰოსპიტალის იმუნოთერაპიის დეპარტამენტის ექიმ-ონკოლოგად.  

ა. თავართქილაძე დაჯილდოვებულია სიგელით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ - ქართული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. 2012 წლიდან არის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ონკოლოგიის და ონკოგენეტიკის მთავარი ექსპერტი.

 

 

 

More - https://scholar.google.com